“შენი ხმა ევროკავშირს” | რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მარში იწყება

“შენი ხმა ევროკავშირს” – რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა იწყება. ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მარშს რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, პრეზიდენტი, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. ცნობილია, რომ მას “ქართული ოცნება” არ შეუერთდება.
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “GEN Z ირჩევს ევროპას.” დღესვე გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის ვარსკვლავებიც სიმბოლურად საქართველოს 12 ქალაქში შეიკერა.
მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო სექტორია.