დიდი იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება – პრემიერი

დიდი მოლოდინით ველოდებით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო -საქართველოს ურთიერთობებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ს პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით.
„დიახ, აშშ-ის ამჟამინდელი ანუ, მიმავალი ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს რთული მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან მიმართებით. იგივე სცადეს სთან მიმართებით და საქართველოსთანაც იგივე მცდელობაა. დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება. ამდენად, დიდად ვართ დაინტერესებულნი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.