ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. მარეგულირებელი წესები ეხება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სისტემებს, მათ შორის ChatGPT-ს.
ევროპარლამენტი კანონპროექტს მომავალი წლის დასაწყისში უყრის კენჭს, თუმცა კანონმდებლობა მინიმუმ 2025 წლამდე არ ამოქმედდება.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესების შემუშავებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ -ს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთსაც.
ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა საკანონმდებლო ინიციატივა შეაფასა, როგორც “ისტორიული” და თქვა, რომ ის ადგენს “AI-ის გამოყენების მკაფიო წესებს”. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება ხელს შეუწყობს ისეთი ტექნოლოგიის განვითარებას, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანების უსაფრთხოებასა და უფლებებს.