პრეზიდენტი: მოვუწოდებ პარტნიორებს, ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე

პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე ორ განცხადებას ავრცელებს, რომელიც 4 დეკემბერს მიმდინარე ჩხრეკებსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების დაკავებას ეხება.
პრეზიდენტის თქმით, ჩატარებულ ჩხრეკებს “პრევენციას” უწოდებს.
“რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას “პრევენციას” უწოდებს“, – წერს ზურაბიშვილი.
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა X-ზე, სადაც ის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს “ძლიერი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე”.