რას ამბობს შსს ნიკა გვარამიას დაკავებაზე

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით დააკავეს.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა:

“ისინი ჩხრეკის მიზნით მოვიდნენ. ჩვენ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი წინააღმდეგობა გავუწიეთ იმიტომ, რომ უბრალოდ სასამართლოს სანქცია მოვითხოვეთ და მათ არ ჰქონდათ ეს დოკუმენტი წარმოსადგენი, როგორც ჩანს.

ასევე, ვთხოვეთ ახსნა-განმარტება, რასთან დაკავშირებით შემოდიან ჩხრეკაზე და არის თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ ეს ვერ მოხდა და გაბრუნდნენ. თუმცა აქ რჩებიან კვლავ და ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ წავიდნენ სასამართლოში ჩხრეკის ნებართვისთვის სანქციის ასაღებად” – თქვა ნიკა გვარამიამ.

დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ.

სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და “ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი