როგორც იქნა, ყველამ თავისი ადგილი ნახა, ზურაბიშვილმა მარშს მიმართა, მანდარინებში შევიდა ხაზარაძე – გურამ მაჭარაშვილი

როგორც იქნა, ყველამ თავისი ადგილი ნახა, ზურაბიშვილმა მარშს მიმართა, მანდარინებში შევიდა ხაზარაძე,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ხაბეიშვილი ჰოლივუდური ღიმილით არის დაკავებული და ესეც კარგია, გახარია ალბათ უკვე ისეთ ამბებს ყვება, დაუჯერებელს, რომ ბარონ მიუნჰაუზენის ფუნქციებს შეითვისებს. ეს არის ძალიან კარგი, მიხედოს ამ ხალხმა ამ ფუნქციებს, რასაც აკეთებენ და პოლიტიკას და მით უმეტეს ოპოზიციაში პოლიტიკოსობას დაანებონ თავი,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
“ჩვენი ხმა ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით მარში მიმდინარეობს დედაქალაქში. მოქალაქეები ერთი საათის წინ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წევრები არიან. მარშს შეუერთდება ც.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. მეგობარი აქტი, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოშია. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას განცხადების სახით

სოზარ სუბარი “ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას: რაც თქვენ გადაგხდათ, სისტემური დანაშაული იყო – რომ დაგიჭირეს და გაწამეს, ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა, მთავარი მწამებელი, მეგის ქარდავა კი – მეორე ხარისხის ორდენით