მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი ზამთარში გაიმართება

მსოფლიოს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მთავარი პრეტენდენტია და ეს პერსპექტივა უკვე ბევრ თავის ტკივილს უჩენს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა). და აქ ლაპარაკია არამხოლოდ საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.
როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, კატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, საუდის არაბეთშიც ტურნირი არა ზაფხულში, არამედ საკლუბო სეზონის მსვლელობისას, შეიძლება, გაიმართოს. ამასთან, თუ 2022 წლის ჩემპიონატის შემთხვევაში მთავარი მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები იყო, ამჯერად ეს არ იქნება ერთადერთი მიზეზი.
კატარში მსოფლიო ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, საუდის არაბეთში კი ტურნირის გამართვა 2034 წლის იანვარში იგეგმება. საქმე ეხება მუსლიმების მთავარ დღესასწაულს – რამადანს, რომელიც წლის ბოლოს იმართება და ფიფა-ში არ სურთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ვადებში დაემთხვეს მას.
ასევე, 2034 წლის თებერვალში სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ფიფა-ს ხელმძღვანელობას უნდა, ფინალი ოლიმპიადის დაწყებამდე ჩაატაროს.
1tv.ge