ევროინტეგრაციის მხარდამჭერს სახალხო მარშს საქართველოს პრეზიდენტი ევროპის მოედანზე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს:
“კომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთის მხრივ, მიღებულ რეკომენდაციას და გაითვალისწინებენ ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს შეუერთდეს დედაქალაქში მიმდინარე მარშს – “შემოგვიერთდნენ, ეს არის ხალხის დღე”.