მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუხიანის დასახლებაში, ლაგურაშვილის N3-5 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო.
„ტერიტორიაზე უკვე განთავსდა ბავშვთა გასართობი, მოსასვენებელი და ფიტნეს ზონები ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგვება 150-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
სამუშაოებისთვის, რომელიც მიმდინარე თვეში დასრულდება, გამგეობის ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოიყო.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები იმყოფებოდნენ”,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა – დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას