მეუფე შიო – კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვები მშვიდობისთვის – ვითარების დამშვიდებამდე ტაძრებში ყოველდღიურად პარაკლისები ჩატარდეს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვები მშვიდობისთვის.
გარდა ამისა, მეუფე შიოს თქმით, სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ქვეყანაში ვითარების დამშვიდებამდე ტაძრებში საქართველოს მშვიდობისთვის პარაკლისები ჩატარდეს.
„მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის ლოცვა-კურთხევა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის.
სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ვითარების დამშვიდებამდე ყოველდღიურად ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისები საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისა და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.