Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვალერი ჩეხერია ამბობს, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები ევროპულ გზაზე დაბრუნებისთვის, ვინაიდან მისივე თქმით, არსებული ვითარება ნეგატიურად აისახება როგორც მთლიანად ქვეყანაზე, ისე ტურიზმის ინდუსტრიაზე.
მან BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, რომ სასტუმროებში ჯავშნები აქტიურად უქმდება.
“ტურიზმის განვითარებას სჭირდება ძალიან სტაბილური გარემო. როდესაც საერთაშორისო პრესა აშუქებს, რაც ხდება ქვეყანაში და ამას ტურისტი დაინახავს, მას არ უჩნდება სტაბილურობის განცდა. პროტესტი სულ რომ პატარა იყო, მაშინაც კი ძალიან ბევრი ჯავშნები უქმდებოდა. მოვიკითხე ჩემს კოლეგებთან და დღეს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან აქტიურად უქმდება ჯავშნები. ახალი ჯავშნები არ შემოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ ზამთრის კურორტები უნდა ივსებოდეს და ესაა ის პერიოდი, როდესაც ზამთრის კურორტები იღებენ შემოსავალს მოკლე სეზონზე. აქედან გამომდინარე, ძალიან დაარტყამს არა მარტო ქვეყანას, არამედ თითოეულ ადამიანს, რომელიც ტურიზმის სფეროშია ჩართული.
