ამერიკელებმა 2023 წლის ყველაზე საიმედო ავტომობილები დაასახელეს – TOP 30 მანქანა

ამერიკელმა ექსპერტებმა გამოავლინეს ბრენდები, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე საიმედო მანქანები გამოუშვეს. ელექტრო მანქანების მწარმოებლებს შორის ხარისხის თვალსაზრისით მრავალი პრობლემა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია Consumer Reports-ის ვებგვერდზეა განთავსებული.
ამერიკულ ავტომობილების ბრენდებმა საიმედოობის რეიტინგში 100-დან 39 ქულა მიიღეს, აზიური ბრენდები კი 63 ქულით ლიდერობენ.
მანქანების საიმედოობაში ბოლო ადგილი დაიკავა ამერიკულმა ბრენდმა Chrysler-მა. მან 100 ქულიდან მხოლოდ 18 დააგროვა.
ამერიკულ მანქანებს შორის ყველაზე საიმედო აღმოჩნდა Buick. ბრენდმა საშუალო სანდოობის ქულა – 100 ქულიდან 55 მიიღო.
Tesla მხოლოდ ოდნავ ჩამორჩებოდა Buick-ს. ელექტრომობილების მწარმოებელმა 100-დან 48 ქულა დააგროვა.
Lexus გახდა ლიდერი ავტომობილების საიმედოობის მხრივ 2023 წელს. იაპონურმა ბრენდმა 100 ქულიდან 79 სანდოობის ქულა მიიღო.
2023 წლის ტოპ 30 ბრენდი საიმედოობის მიხედვით:
· Lexus — 79 ქულა
· Toyota — 76 ქულა
· Mini — 71 ქულა
· Acura — 70 ქულა
· Honda — 70 ქულა
· Subaru — 69 ქულა
· Mazda — 67 ქულა
· Porsche — 66 ქულა
· BMW — 64 ქულა
· Kia — 61 ქულა
· Hyundai — 56 ქულა
· Buick — 55 ქულა
· Infiniti — 53 ქულა
· Tesla — 48 ქულა
· RAM — 46 ქულა
· Cadillac — 45 ქულა
· Nissan — 45 ქულა
· Genesis — 44 ქულა
· Audi — 43 ქულა
· Chevrolet — 43 ქულა
· Dodge — 42 ქულა
· Ford — 40 ქულა
· Lincoln — 38 ქულა
· GMC — 36 ქულა
· Volvo — 28 ქულა
· Jeep — 26 ქულა
· Volkswagen — 26 ქულა
· Rivian — 24 ქულა
· Mercedes-Benz — 23 ქულა
· Chrysler — 18 ქულა