მესი თუ რონალდო – კიელინიმ არჩევანი გააკეთა

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა. “იუვენტუსის” ყოფილმა უკანახაზელმა უპირატესობა ტურინულ გრანდში მის ყოფილ თანაგუნდელს მიანიჭა.
“ამ ორ გენიოსს შორის არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ თუ მაინც ასე იქნება, უპირატესობას კრიშტიანო რონალდოს მივანიჭებ.
მასთან თამაში მსიამოვნებდა და ვხედავდი, რომ რთულ სიტუაციებში ის თავის სათამაშო დონეს უფრო ამაღლებდა.
როდესაც ის “იუვენტუსში” მოვიდა, ჩვენი დრო თითქმის წასული იყო, მაგრამ მასთან თამაში მაინც ძალიან საინტერესო გამოვიდა და გარდა ამისა, ის ძალიან კარგი პიროვნებაა”, – ციტირებს კიელინის talkSport.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში