თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ალექსანდრე კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ალექსანდრე კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს.
მისი კანდიდატურა დედაქალაქის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წარადგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„იგი პროფესიით ეკონომისტია. 2022-2024 წლებში იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობას. მანამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორად, წლების განმავლობაში კი ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ასევე, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ალექსანდრეს მინდა, ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმ გამოწვევების, პრობლემებისა და ყველა სხვა ბარიერის გადალახვას, რომლებიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: შეხედეთ ამ ფოტოს! თუ ვინმე ჯერ კიდევ არ იცნობთ, კარგად დააკვირდით ამ სახეს. ლუკა 19 წლის ბიჭია, სტუდენტია, უნიჭიერესი და უმაგრესი ქართველი. თუ ვინმეზე ითქმის, რომ მომავალი ლიდერია…

გიგი წერეთელი – „ქართულ ოცნებაში“ ზოგს ტყავის პალტო და მაუზერი აკლია და დახვრეტასაც სიამოვნებით მოაწერს ხელს! – ემიგრანტებს კი უყურებენ, როგორც მხოლოდ ბანკომატს, საიდანაც ფული შემოდის