ცემის დროს ხარება ვიდეოს გვიღებდა, გვაიძულებდნენ გვეთქვა “ხარებას გაუმარჯოს” – დათა ხარაიშვილი მის დაკავებაზე

მთარგმნელი დათა ხარაიშვილი სპეცრაზმის მიერ მასზე ანგარიშსწორების მომენტს იხსენებს. ყვება, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი ერთ დაკავებულს სასტუკად უსწორდებოდნენ, პარალელურად ფოტოებს უღებდნენ, ხოლო ხარება მათ ვიდეოს უღებდა. ხარაიშილის თქმით, აიძულებდნენ ეთქვა, “ხარებას გაუმარჯოს!”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ურტყამდნენ.
რამდენიმე სპეცრაზმელი სცემდა რამდენიმე ადამიანს. თითოეული სპეცრაზმელი უღებდა იმას, ვისაც სცემდა. ძირითადად იღებდნენ მაინც ფოტოებს, მაგრამ ხარება უეჭველი ვიდეოს იღებდა, იმიტომ, რომ სტატიკურად ეჭირა ტელეფონი და აშკარად ეტყობოდა, რომ ვიდეოს იღებდა. გვაიძულებდნენ, რომ გვეთქვა, „ხარებას გაუმარჯოს!“ და თუ არ იტყოდი, მოვიდნენ, ჩაგარტყამდნენ. ას მეტრს გაივლიდა ეს სამარშრუტო რაღაც სხვა ჯგუფთან მივიდოდა, გაირებოად კარი, შემოიხედებდნენ აგრესიულად, რომ „აბა, ვინ მოგვიყვანეთ?“ და იწყებოდა ემა-ტყეპა. კრიმპოლი, რომელიც არავის ურტყამს და ძალიან ზრდილობიანად გლაპარაკება, ეს ხალხი უყურებს ყველაფერს. მერე აღებენ კარს, გამოჰყავხარ და მიაჩეჩებენ შენს თავს ამ პოლიციელს და ისიც, ბატონო დავით, დაკავებული ხართ ადმინისტრაციული წესით და ა.შ., – ამბობს მთარგმნელი დათა ხარაიშვილი.
სპეცრაზმის მიერ ნაცემი დათა ხარაიშვილი მრავლობითი დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

ლაშა ფარულავა ლილუაშვილზე – რასაც ბრალად ვუყენებდით „ოცნებას“, თავად დაადასტურეს და ეს სრულიად საკმარისია, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს – ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან გამოიკითხავენ, შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილ თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას