მიხეილ ჯანელიძე – მე არავის სახელით არ ვსაუბრობ, არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ჯგუფს, არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს – საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია, ადამიანებთან მივიტანო პროტესტი

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მიხეილ ჯანელიძე განმარტავს, თუ რატომ დათანხმდა პრემიერ-მინისტრ სთან საჯარო დებატებს.
„1. მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს.
2. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი. ყველას გვყავს ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო.
3. ირაკლი კობახიძის სტუდიაში ყოფნა ასეთი აუდიტორიის მეტ ყურადღებას გამოიწვევს. ის ჩემთვის დიდი ხანია არაფერს წარმოადგენს.
4. ძალაერთობაშია!“,-წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“და იქვე აღნიშნავს, რომ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის საკითხზე პირველი არხიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დღეს, 22 საათზე, საჯარო დისკუსია გაიმართება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების საკითხზე.
საჯარო დისკუსიაში ხელისუფლებიდან მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ირაკლი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებენ, მეორე მხარეს კი თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები – და მიხეილ ჯანელიძე იქნებიან წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ – ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები

ენტონი ბლინკენი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ემზადება გამოიყენოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები