რუსეთის რეგიონებზე ღამით და დილით დრონებით შეტევა იყო

რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტრომ დილით ორჯერ გაავრცელა მონაცემები, რომელთა მიხედვით, ს რვა რეგიონში 35 უკრაინული დრონი მოიგერიეს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქ რიაზანთან მდებარე სამხედრო აეროდრომი „დიაგილევო“. სანდო წყაროები ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა დილით ტელეგრამ-არხზე მხოლოდ ის დაწერა, რომ მოგერიებული უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა კორაბლინსკის რაიონში ოთხი სახლი დააზიანა, არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 6 უკრაინული დრონი გაანადგურეს როსტოვის ოლქში, 5 – ბრიანსკში, 5 – კრასნოდარის მხარეში, 4 – ბელგოროდის ოლქში, 3 – რიაზანში და 1 – ასტრახანის ოლქში, შემდეგ კი გაავრცელა მეორე ცნობა, რომ დილით 6 დრონი მოიგერიეს როსტოვში, 2 – კურსკის ოლქში, 1 – რიაზანში, 1 – კალუგის ოლქში და 1 – ბრიანსკში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს იუწყება. ს რუსეთის რეგიონებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს