ახლობლების ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ნოდარ ლებანიძე იპოვეს

ახლობლების ინფორმაციით, თბილისში დაკარგული 27 წლის ნოდარ ლებანიძე იპოვე. ისინი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ ახალგაზრდა კონტაქტზე გამოვიდა და კარგად არის.
შეგახსენებთ, რომ ლებანიძე სახლიდან ორი დღის წინ გავიდა მის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.