,,არ დავიღლებით! ვერ მოგვერევით” – ახალგაზრდების მსვლელობა

აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი მსვლელობით კალაძის მერიასთან მივიდა და სვლა კვლავ განაგრძო. ,,არ დავიღლებით, ვერ მოგვერევით” – ამბობენ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაზე მეტი გაზი გამოიყენეს გომელაურის თანამშრომლებმა, მომიტინგეებს ყველა ჩიხში დასდევდნენ, მათზე ნადირობდნენ, ალყაში მოაქციეს, დაშლის ნაცვალად, აქციის მონაწილეები გაიშალნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს… ,,სპეცრაზმი ისე დავღალეთ და ავრიეთ, მერიასთან ერთი მანქანაც ვერ მოიყვანეს” – ამბობენ აქციის მონაწილეები. ,,ახლა გათენდება, ჩვენ შედარებით დასვენებულები ჩაგვენაცვლებიან და ცოტა ხანში ისევ დავბრუნდებით”, – ამბობენ ისინი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროკომისიის მოთხოვნებზე – ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე – რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს, ცოცხლად რომ წვავდნენ?!