აქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობასთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ცოტა ხნით აპირებენ გაჩერებას.
მათი შემდგომი გეგმა და შესაბამისად, საბოლოოდ დანიშნულების წერტილი ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე მომიტინგეებმა კოსტავას ქუჩაზე აღმართეს ბარიკადები – მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქცია დაშალა.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი როგორც აქციის მონაწილეებისგან, ისე სპეცრაზმელებისგან თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება – პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება