რუსთაველის გამზირზე ბოლო საათების განმავლობაში ვითარება თითქმის უცვლელია – მომიტინგეები პერიოდულად კვლავ ისვრიან პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი ე.წ. გაზის კაფსულებს

უკვე თითქმის ორი საათია, რუსთაველის გამზირზე ვითარება თითქმის უცვლელია – ქაშუეთის ტაძართან განლაგებულია სპეციალური დანიშნულები რაზმი, რომელიც რუსთაველის თეატრის წინ მყოფი მომიტინგეების მისამართით პერიოდულად ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ისვრის.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მომარაგებული აქვთ წყლით სავსე სათლები, სადაც სპეცრაზმის ნასროლ გაზის კაფსულებს ყრიან, რათა მისი მოქმედება გაანეიტრალონ.
ასევე, მომიტინგეებს რუსთაველის თეატრთან აღმართული აქვთ ხელოვნური ბარიკადები, რომელსაც ცეცხლი უკიდია. პარალელურად, ისინი პიროტექნიკას იყენებენ სპეცრაზმელების მიმართულებით.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები უკვე მეექსვე დღეა აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა