მედია: არსებული ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხარებას რაზმთან ერთად შინჯიკაშვილის დაჯგუფებას არბევს

არსებული ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხარებას რაზმთან ერთად შინჯიკაშვილის დაჯგუფებას არბევს
მიმდინარე წლის 16 ივნისს “შაბათის მთავარმა” გაარკვია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი “ხარება” იგივე ზვიად ხარაზიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი სცემეს. მაშინ, “შაბათის მთავარმა” დაადგინა, რომ პირი ვინც ხარებას სცემა ე.წ. ტიტუშკების მეთაურია და თურქეთშია გაქცეული. კონფლიქტი სუფრაზე უთანხოებით დაიწყო, რომელიც დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
წყაროს ცნობით, დაპირისპირებული მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში “ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძეც იყო ჩართული. წყაროს თქმით, ის შინჯიკაშვილს ეუბნებოდა, დაბრუნებულიყო თბილისში და გარანტიას აძლევდა, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირების გარეშე ჩაივლიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ