ბათუმში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს – ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის ორივე მონაკვეთი, პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.
მოქალაქეები ს მთავარი შემოსასვლელისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. გადაკეტილია გორის ქუჩაც.
ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
“ხელისუფლება იძალადებს? უფრო მეტი გამოვალთ და დავუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს. გადავკეტავთ ყველა ქუჩას და ჩვენ ხმას გაიგებენ ყველგან. ამ ისტორიულ შანს საქართველო არ დაკარგავს, რადგან ქვეყნის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას