ძალოვნებმა მორიგ ჯერზე დაიწყეს აქციის დარბევა — პროტესტის მეექვსე დღე

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყო – უკვე მეექვსედ. დარბევისას პოლიცია სპეცსაშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს იყენებს.
ამჟამად, ტერიტორია პარლამენტის წინ ძალოვნების ხელშია, მომიტინგეებმა უკან დაიხიეს.
ასევე, დაკავებულია რამდენიმე პირი.