მამუკა ხაზარაძე დღეს რუსთავში მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი რუსთავში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მამუკა ხაზარაძე გეგმავს ქვეყნის მასშტაბით სხვა რეგიონებშიც ჩავიდეს და ახალი ს მოთხოვნით მიმდინარე პროტესტს შეუერთდეს.
“ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ამოცანაა, რომ ვიაროთ ყველგან, ქალაქებში, სოფლებში, ცენტრებში, ყველგან, სადაც პროტესტია, გავამხნეოთ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ ხელისუფლებას, რომელმაც გადაკეტა ევროკავშირისკენ გზა.
მარტო რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი, საქართველოს ბედი წყდება თითოეულ ოჯახში, თითოეულ ქუჩაზე და ყველგან, სადაც ასეთი არაჩვეულებრივი ხალხი დგას ქუჩაში და იბრძვის თავისუფლებისთვის. ასე დგას საკითხი – ან და ჭაობი, ან ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დაცული, უსაფრთხო, მომავალი ევროპაში”, – განაცხადა ხაზარაძემ.