პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ საპატრულო პოლიციის უკან კორდონი აქვთ გაკეთებული. სწორედ სპეცრაზმის უკან, დგას წყლის ჭავლის მანქანაც.
სპეცრაზმი ჩადგა ჭიჭინაძის ქუჩაზეც.
გარდა ამისა, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია თავისუფლების მოედანზე, სადაც მობილიზებულია ასევე, წყლის ჭავლის მანქანაც.
პარალელურად, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად კლავ იყენებენ წყლის ჭავლს.
Ipn.ge