ნიკოლეიშვილი კალაძეს: თქვენივე ამომრჩევლის პატივისცემას კარგავთ! მეტი პრინციპულობა და ქმედება ბოდიშობის ნაცვლად!

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, ქალაქის მერის, კახა კალაძის გვერდზე, სოციალურ ქსელში, პასუხობს იმ ვიდეოს, სადაც კალაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ღირსებით ევროინტეგრაციაზე საუბრობს და წერს:

გისმენთ და მიკვირს, როგორი არასწორი აქცენტები გაქვთ, პარტიაში. რასაც გვიყვებით, ეგ ყველამ ვიცით. იმათ არ აინტერესებთ თქვენი საუბარი, რას უხსნით, ხალხი გადატრიალებას აწყობს და მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებით? დაწვეს რუსთაველი, დაარბიეს პარლამენტი, დაასახიჩრეს პოლიციელები და თქვენ ამ სიმშვიდით ვის ესაუბრებით? დაეკითხეთ თქვენს ამომრჩეველს! თქვენივე ამომრჩევლის პატივისცემას კარგავთ! უბრალოდ, იმდენად გონიერია ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, ქვეყანას არ უღალატებს, თორემ თქვენმა აღიარებულმა ” მხარდამჭერებმა” როგორ ” მიგახურდავეს”, უკვე ნახეთ! მეტი პრინციპულობა და ქმედება ბოდიშობის ნაცვლად! საკუთარი ამომრჩევლის ნდობის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია!

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ