დაკავებულთა ნაწილი აწამეს – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

დაკავებულთა ნაწილი აწამეს – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
„როგორც იცით, ჩვენი ადვოკატები ხვდებიან დაკავებულებს და თითქმის ყველა დაკავებული საუბრობს იმაზე, რომ ისინი იყვნენ სხვადასხვა ინტენსივობის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ეს ძირითადად ხდებოდა დაკავებისას და დაკავების შემდგომ, ტრანსპორტირებისას ან იმ ადგილებში სადაც მიჰყავდათ ტრანსპორტირების შემდგომ, იზოლატორში შესახლებამდე.
ეს ისტორიები არის ძალიან მძიმე. განსაკუთრებით ის შემთხვევები, რომელიც კლინიკაში გადაყვანას უკავშირდება. როგორც იცით დაკავებულთა ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში არის გადაყვანილი და ამ დრომდე გადიან მკურნალობას.
რაც შეეხება კვალიფიკაციას, კვალიფიკაციის მისაცემად რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ფიზიკური ძალადობის ხარისხი, ხანგრძლივობა, ინტენსივობა და ა.შ ჩვენ ამ ფაქტების ნაწილს ვაკვალიფიცირებთ წამებად. ეს უტოლდებოდა წამებას, მისი ხანგრძლივობის, ინტენსივობის გათვალისწინებით. ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს არასათანადო მოპყრობად. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წამების კვალიფიკაცია არის სწორი ფაქტების ნაწილზე, თუმცა სტატისტიკური მონაცემების თქმა ახლა გამიჭირდება“ – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე „ტაბულასთან“.
წყარო: tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ