აეროპორტი “სტამბოლი“ ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგშია, რომელმაც 18-დან 24 ნოემბრის ჩათვლით დღიურად 1318 რეისი მიიღო. ამის შესახებ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) „ევროპული ავიაციის ანგარიშშია“ აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, აეროპორტმა “სტამბოლმა“ პირველი ადგილი დაიკავა ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის.
აეროპორტ „სტამბოლს“ რეიტინგში მოსდევს ლონდონის ჰითროუ 1243 დღიური რეისით, ამსტერდამის შიფჰოლი 1240 რეისით და ფრანკფურტის აეროპორტი დღეში 1151 რეისით.
ავიანიუსი