მამუკა მდინარაძე სამართალდამცავებზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ- რასაც კადრულობს, ეს არის ამაზრზენი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს“.
მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მისი ეს განცხადება ამაზრზენობაზე მეტყველებს.
„ეს მეტყველებს ამაზრზენობაზე. ჩვენთვის მეტად მტკივნეულია ხოლმე ჩვენი მხარდაჭერილი ადამიანი რომ ამას კადრულობს. სააკაშვილი რას იკადრებს ეს გაცვეთილია და ის მკადრებელია იმიტომ, რომ ჯაშუში რომ ხარ უნდა იკადრო. ჯაშუშის საქმიანობა არის კადრება მაგრამ შენი გუნდიდან, შენი მხარდაჭერიდან რომ გავიდა, საპარლამენტო წიაღიდან რომ წავიდა, მხარი რომ დავუჭირეთ, პრაქტიკულად ჩვენი გუნდის წევრად რომ მივიჩნიეთ, ამ დონის მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, გავარდა და იმას კადრულობს, რასაც კადრულობს, ეს არის ამაზრზენი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ