ერდოღანი აშშ-ს ვეტოზე: გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე -ს მიერ ვეტოს დადება და თქვა, რომ საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.
“გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უარყოფილია მხოლოდ აშშ-ს ვეტოთი. ეს არის სამართლიანობა?.. გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს” . თქვა ერდოღანმა სტამბულში, ადამიანის უფლებათა კონფერენციაზე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვეტო 8 დეკემბერს დაადო.
საბჭოს 15 წევრიდან 13-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.