ოლექსი გონჩარენკო – ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის

ძვირფასო ქართველებო, მთელი თქვენს გვერდით არის, – ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო უკრაინის რადადან მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელმა დეპუტატებმა მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშები გამოფინეს.
გონჩარენკოს თქმით, „ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და საქართველოს ანადგურებს.
„უკრაინა მათ გვერდით არის, ვინც თბილისის ქუჩებში საქართველოს ევროპულ მომავალსა და ზოგადად, საქართველოს მომავალს იცავს. მათ გვერდით, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ ამ ზამთრის შემდეგ არა რუსული გაზაფხული, არამედ ქართული გაზაფხული მოვიდეს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და დღეს საქართველოს ანადგურებს. ჩვენ თქვენი გამარჯვების გვჯერა. საქართველო ევროპაა და დღეს ამას მთელს მსოფლიოს უმტკიცებთ“, – აცხადებს ოლექსი გონჩარენკო.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს