წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავენ, ქოლცენტრები აქვთ გახსნილი, მათ შორის პოლიტიკოსებსაც გვწერენ, მაგრამ ისეთ პასუხებს იღებენ, მერე აღარ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ.
მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს და თმენის ვალდებულებას რაღაცა ზღვარი გააჩნია, პირადში რომ ისეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორსაც გაყენებენ, ალბათ პასუხიც ადეკვატურია და კეთილი ინებონ და თუ მათ უნდათ, ქოლცენტრებიდან ასეთი რაღაცები დააორგანიზონ, გამოაქვეყნონ თუ მაგრები არიან, რა პასუხებსაც ჩვენ ვწერთ.
მაგრამ არა, მათ სხვა სურათის შექმნა უნდათ, რომ ქართული ოცნება რაღაც შეშინებულია, შეშინებულის ჩვენთან არავის არაფერი ეტყობა და მათი გეგმები ყოველთვის ასე ჩაივლის და წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი არცერთი გეგმა თავის სამშობლოს არ ემსახურება, არ ემსახურება სიმართლეს.