სამხრეთ აფრიკის მთავრობა 2025 წელს, ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრის სისტემის შეცვლას გეგმავს. ინფორმაციას Harpers ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კონკრეტული პარამეტრები თებერვალში გაჟღერდება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე აქციზის გადასახადი შესაძლოა 80%-მდე გაიზარდოს.
როგორც Harpers–ი წერს, განაკვეთების გაზრდის აუცილებლობა ალკოჰოლის მოხმარების შემცირების სურვილით ახსნეს.
ღვინის, ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების ამჟამინდელი საორიენტაციო საგადასახადო განაკვეთები დაწესებულია შესაბამისად 11%, 23% და 36%.
ღვინის კომპანია South Africa Wine–ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიკო ბასონმა განაცხადა, რომ ასეთი ზომები უარყოფით გავლენას მოახდენს მთლიან ინდუსტრიაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ მაგალითი უნდა აიღოს ევროპის მთავარი ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან, სადაც მეღვინეებს აქციზის გადასახადი პრაქტიკულად ნულოვანი აქვთ.
