ლინდსი ლოჰანის ტრანსფორმაცია: 38 წლის მსახიობი საოცრად გამოიყურება – Marao

ლინდსი ლოჰანმა შთაბეჭდილება მოახდინა მის ბოლო პრეს-ტურზე Netflix-ის სადღესასწაულო რომ-კომისთვის, “Our Little Secret” – საზოგადოების ყურადღება არა მსახიობის ჩაცმულობა, არამედ მისმა შეცვლილმა გარეგნობამ დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ 38 წლის ლოჰანი ამტკიცებს, რომ დაბერებას ებრძვის კანის მოვლის უბრალო რუტინით , პლასტიკური ქირურგები სხვა აზრზე არიან:
Jeune Aesthetics-ის დამფუძნებელი პამელა ვაინბერგერი ამბობს, რომ ლოჰანს, სავარაუდოდ, უამრავ საინექციო საშუალებას მიმართა: როგორიცაა ბოტოქსი, წარბის ლიფტინგი, ტუჩების და ლოყების შემავსებელი, ასევე ქირურგიული პროცედურები, როგორიცაა ზედა ბლეფაროპლასტიკა, ენდოსკოპიური სახის ლიფტინგი და სუბმენტალური ლიპოსაქცია, რომელიც აშორებს ცხიმს.
დოქტორი არი ჰოშანდერი KH პლასტიკური ქირურგიიდან ნიუ-იორკში არ ეთანხმება: „მთავარი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ ის უკეთესად გამოიყურება, არის წონაში დაკლება“.
ყველა ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ლოჰანის სახე გამოიყურება ბევრად უფრო სუფთად, რაც, სავარაუდოდ, მიღწეული იქნა კანის პროცედურების გაკეთებით, როგორიცაა ლაზერის გამწმენდი, ქიმიური პილინგი და მიკრო-ნედლინგი.
ლოჰანმა სამოდელო კარიერა დაიწყო, როდესაც მხოლოდ სამი წლის იყო. 1998 წელს ლოჰანი გადაიღეს Disney-ს ფილმში „მშობლების მახე“. ამის შემდეგ ის კიდევ ორ ნაკლებად პოპულარულ ფილმში მონაწილეობდა. 2002 წელს ის ფილმ „გიჟურ პარასკევში“ გადაიღეს, რომელმაც ლინდზის დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა მას 2004 წლის ფილმმა „ცუდი გოგოები“ მოუტანა. ამ ფილმებმა ლინდზის რამდენიმე ჯილდო მიაღებინა, მათ შორის MTV Movie Awards და Teen Choice Awards, თუმცა, ამას მოჰყვა პაპარაცებისა და ტაბლოიდების მხრიდან დიდი ყურადღება და ლოჰანი მათ მთავარ სამიზნედ იქცა.
2004 წელს ლინდზიმ გამოუშვა სადებიუტო ალბომი Speak, რომელმაც პლატინის სტატუსი შეიძინა. პირველ ალბომს მოჰყვა მეორე ალბომი A Little More Personal (Raw), რომელიც ლინდზიმ 2005 წელს გამოუშვა.
2007 წელს ლინდზი ავტოავარიის გამო სასამართლოებში დადიოდა და 2011 წელს კოკაინის მოხმარების და მთვრალ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო დაპატიმრებულიც კი იყო. ამან გავლენა იქონია ლინდზის შესახებ საზოგადოებრივ აზრზე. ბევრმა პროდიუსერმა თუ რეჟისორმა უარი განაცხადა მასთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა. ჰქონდა კვებითი აშლილობები, რაც თავდაპირველად ბულიმიაში, შემდეგ კი ანორექსიაში გამოიხატა.