ნათია მეზვრიშვილი: ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა ისტორიული გასამართლების პროცესი ამით დაწყებულია

“პროკურატურიდან მომივიდა პასუხი – არალეგიტიმური რეჟიმის ღალატზე გასამართლების სისხლის სამართლის საქმის პირველი ფურცელი რეგისტრირებულია. ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა ისტორიული გასამართლების პროცესი ამით დაწყებულია.
▪️გამოძიებას ბუნებრივია, ახლა არავინ დაიწყებს, მაგრამ ეს ფურცელიც ვერსად გაქრება, სულ რომ ოფიციალური წერილობითი უარი მოიწერონ გამოძიებაზე.
▪️ეს საქმე იქნება წინაპირობა იმის, რომ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის მოღალატეებთან არასოდეს არავინ ითანამშრომლოს. ისტორიასთან ერთად, დამოუკიდებელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა დაარქვას ღალატს სახელი,” – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.