Biltmore Hotel Tbilisi-ში ახალი ჯავშნები და დაგეგმილი ღონისძიებები უქმდება

საპროტესტო აქციების ფონზე, Biltmore Hotel Tbilisi-ში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილმა კი გაურკვეველი დროით გადაიწია. ,,კომერსანტთან’’ საუბარში სასტუმროს გაყიდვების დირექტორი მარიამ ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ უქმდება ჯავშნებიც. თუმცა არსებული სტუმრები სასტუმროში რჩებიან. მარიამ ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ სასტუმრომ ფინანსური ზარალი უკვე ნახა, თუმცა მას კონკრეტული თანხის დასახელება ჯერ უჭირს.
,,რაც კი ღონისძიება იყო დაგეგმილი გაუქმდა. არის ღონისძიებები, რომლებმაც გადაიწია, მაგრამ ჯერ არ ვიცით დრო, როდის გაიმართება. ნოემბრის თვე მთავრდებოდა და გაგვიუქმდა რაღაც ღონისძიებები. დეკემბერიც გაუქმდა. ასევე, ჯავშნებიც უქმდება. არსებული სტუმრები რჩებიან სასტუმროში. არ აუქმებენ, მაგრამ ახალი ჯავშნები უქმდება. არიან კომპანიები, რომლებსაც თვის დასაწყისში ჰქონდათ დაჯავშნილი და არიან კომპანიები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გეგმავდნენ ღონისძების გამართვას. თუ ეს ვითარება გაგრძელდა, რა თქმა უნდა ზარალი იქნება. ზარალს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, თუმცა რა თქმა უნდა იქნება. ამ ამბებმა ასახვა უკვე პოვა სასტუმროზე.’’- აცხადებს მარიამ ქუთათელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…