პოლიციაა აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დოდი ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა დაწერა.
დაუზუსტებელია, რა საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს დოდი ხარხელის სახლში. მეგობრები და ნათესავები ვარაუდობენ, რომ ის დააკავეს. ადგილზე მყოფი საპატრულო და კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელები რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობენ.
რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას -ში ცდილობს. პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მალე მოგვაწოდებენ.
მისი ნათესავები, რომლებიც ახლა აქტივისტის სახლთან არიან შეკრებილები, ამბობენ, რომ დოდი ხარხელი პოლიციამ საბავშვო ბაღთან გააჩერა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა, პოლიციის ავტომობილში ჩააჯინა და სახლი წაიყვანა. ამ დროს დოდი ხარხელის საცხოვრებელ ბინაში მისი არასრულწლოვანი შვილი იყო.
ამ მონათხრობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სოფი ახობაძემ გააჩერა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესაუბრება 10-მდე პოლიციელი დოდი ხარხელს, შემდეგ ადგენენ დოკუმენტებს და ხარხელს იქვე მდგომ ავტომობილში აჯენენ. ხარხელს ხელბორკილები არ ადევს.
ვიდეოში დოდი ხარხელი ხმამაღლა ამბობს თავის სახელს იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა მისი ვინაობა გაიგონ და ითხოვს პირდაპირი ეთერი ჩართონ.
„რუსული ოცნება რუსული ტერორი, მარტო იმიტომ, რომ აქციებზე ვდგავარ”, – ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დოდი ხარხელი.
სადარბაზოსთან დგას პოლიცია და კორპუსში მაცხოვრებლებსაც არ უშვებს. ადგილზე იკრიბებიან დოდი ხარხელის მეგობრები, მხარდამჭერები და ოჯახის წევრები.
დოდი ხარხელი ღიად გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ, მონაწილეობას იღებს საპორტესტო აქციებში.