ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა – ლევან ნიკოლეიშვილი

, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.
ექსპერტის თქმით, ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ, რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე.
„მარში, მარში, მარში…ევროპული მარში…ნეტავ რა იხარშება ზოგიერთების თავში (კინაღამ სხვა რამე წამომცდა…თქვენ რა იფიქრეთ?!) სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო ტვ პირველის რეპორტაჟი გეყოფა ადამიანს გაიგო რა ხდებოდა დღეს რუსთაველის პროსპექტზე, მაშ ასე დავიწყოთ: „დღეს ევროპულ მარშზე იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადის დედა, რომლის შვილი თურმე ევროპული მომავლის გამო ეწირება“…მამის უკანალში დამჭრელი , რომელიც შეეცადა მოლოტოვის კოქტეილით ცოცხლად დაეწვა ქართველი პოლიციელები! „ქვეყნის მთავარსარდალი ეგებება ევროპული მომავლის მოსურნე უამრავ ქართველ ხალხს“-ისე უწოდებენ მთავარსარდალს, სააკაშვილსა და ზურაბიშვილს, თითქოს ვერ ითვლიან რამდენ ბრძოლაში წარუძღვა ან ერთი ან მეორე ქართულ ჯარს მტრებისგან ძირძველი მიწების გამოსახსნელად…პრეზიდენტად წოდებულ, კონსტიტუციური სასამართლოს მიერ იმპიჩმენტ დადგენილი, ქართული პოლიტიკის გამსკდარი ფურუნკული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი (თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ასე იძახოდა მაგალითად ს ბაზების შესახებ); სააკაშვილის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ სთან ერთად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ლომჯარია რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თავზე ბომბების ცვენას ნატრულობდა… ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ქართულისა და საქართველოს არ მცოდნე, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე…სალომე ფარისეველი კი ურცხვად იდგა და ასე კმაყოფილი იკრიჭებოდა გეგონება მის წინ მართლაც მარშმა ჩაიარა…“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.