რუსთავში რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა და ქალაქის მერიის შენობამდე მსვლელობას მართავს

რუსთავში რამდენიმე, მათ შორის, მე-4, 21-ე, 22-ე და 24-ე სკოლების მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა და ქალაქის მერიის შენობამდე მსვლელობას მართავს.
მოსწავლეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით. უფრო კონკრეტულად პლაკატებზე ვხედავთ შემდეგ წარწერას – „ქართული განათლება საფრთხეშია“.
ისინი სკანდირებენ – „არა რუსულ რეჟიმს!“, „საქართველო“, „გამოდით!“
„ყველა ერთად გამოვედით და ყველა ერთად ვართ. მარში გვაქვს. გვინდა, რომ ყველა გამოვიდეთ, ყველა წავალთ ევროპისკენ“,- აცხადებს საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ