ფოთში, მე-5 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ

ფოთში, მე-5 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ. ისინი პროტესტის ნიშნად საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან. გაფიცულები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტებით „არა რუსეთს“, „ევროპული განათლება რუსული ჩრდილის გარეშე“ მივიდნენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მხოლოდ ევროპული მომავალი უნდათ და გმობენ ყოველგვარ ძალადობას.
„აქ მოზარდები ვდგავართ იმისთვის, რომ არ გვინდა რუსული მომავალი და გვინდა ევროპა. მე პირადად იმის გამოც ვდგავარ, რომ ვაპროტესტებ ძალადობას, ყოვლად მიუღებელია რაც თბილისში ხდება, ჩვენს თანატოლებს არბევენ და მათზე ძალადობენ იმის გამო, რომ თავიანთ აზრს გამოხატავენ“, – განაცხადა აქციის მონაწილე მართა ზარგინავამ.
გაფიცულმა მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა