აქციის მონაწილეები ისევ ჭავჭავაძის გამზირზე დაბრუნდნენ და ამ წუთებში ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

აქციის მონაწილეებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან ვაკის პარკისკენ გადაინაცვლეს. მათ თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების შემდეგ, თავდაპირველად, ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ქუჩებით იარეს, ამ წუთებში კი ისინი ჭავჭავაძის გამზირზე დაბრუნდნენ და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებს ნაწილს ტერიტორია თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ვარაზის ხევისა და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე, ჰქონდათ დაკავებული. მათ თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი.
მომიტინგეებმა ტერიტორია სპეცრაზმელებისა და სამართალდამცავების გამოჩენისთანავე დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა