გერმანიის პრეზიდენტი – საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისკენ გზიდან უხვევს – მთავრობასთან ურთიერთობებს საპასუხო შედეგები მოჰყვება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერსტინ გამელინი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
სერსტინ გამელინის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროპის მხარდაჭერა დაადასტურა.
„საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისკენ გზიდან უხვევს, რომლის გავლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციის შესაბამისად აიღო. მთავრობასთან ურთიერთობებს ევროპის მხრიდან საპასუხო შედეგები მოჰყვება, მაგრამ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისთვის ღიაა“, – განაცხადა გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას, რომლის სიტყვებსაც სოციალურ ქსელში მისი პრესმდივანი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა