ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა

ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მისი მეგობარი, მირიან ყარაულაშვილი ავრცელებს.
“ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი. უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც. ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი. იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა,” – წერს მირიან ყარაულაშვილი.
ცნობისთვის, ლევან პირველი მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ მას დამ, ლიკა პირველმა ღვიძლი გადაუნერგა, თუმცა თავად თრომბი განუვითარდა და გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა