წყლის ჭავლის მანქანის დაზიანების ბრალდებით, 37 წლის მამაკაცი დააკვეს – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს:
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება