: სასურველია, რომ რუსეთის ფედერაცია სამ ასოზე წავიდეს

სასურველია, რომ რუსეთის ფედერაცია სამ ასოზე წავიდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთის ფედერაცია სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

„რაზე უნდა წავიდეს ? სასურველია სამ ასოზე, მართალი გითხრათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა დარბაზში სიცილი გამოიწვია.

„სასურველია, მან უბრალოდ გაიგოს, რომ ის აკეთებს რაღაცას, რაც გვკლავს, ჩვენ კი თავს ვიცავთ და ვებრძვით მტერს, ჯერჯერობით ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა, ვიყოთ უფრო ძლიერები, რომ ეს ომი დასრულდეს 2025 წელს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბოდიში მოიხადა არადიპლომატიური ლექსიკისთვის.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიას არ აქვს ძალა, დამოუკიდებლად დააბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის , და ამ მიზეზით მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ გზებს მოძებნის.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხარდაჭერა „არასაკმარისია“ და მოუწოდა ნატო-ს, რაც შეიძლება მალე მიიწვიოს ალიანსში წევრობის შესახებ მოლაპარაკებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს