პრეზიდენტი – შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია – მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო

მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტი აღნიშნულს „შემაშფოთებელ ესკალაციად“ აფასებს.
„დღეს ღამით შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო. ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე და პროტესტის უფლებაზე – დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ”, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე