“ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით წყლის ჭავლის მანქანა დაზიანდა” – შსს-მ პოლიციაზე თავდასხმის მუხლით 1 პირი დააკავა

უწყება ირწმუნება, რომ პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მისამართით ისროლა, რითაც წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ამ მუხლით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე [ნივთის დაზიანება ან განადგურება] და 353-ე პრიმა მუხლებით [პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა], ამ დროისთვის, 5 პირია დაკავებული.
2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა