თინა ბოკუჩავა, სოფო ჯაფარიძესთან და ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, სოფო ჯაფარიძესთან და ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამედიცინო პუნქტში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიიღეს.
“უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მივიღეთ. მუდმივად ხდება გაზის გამოყენება. ძირითადად ფიზიოლოგიურ ხსნარებზე და პირბადეებზეა მოთხოვნა, მაგრამ ვეხმარებით სხვადასხვა მედიკამენტებით და ექიმები უწევენ პირველად დახმარებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სამედიცინო პუნქტში დაახლოებით ორი საათია აქციაზე დაშავებულებს ექიმები პირველად დახმარებას უწევენ.
“ძალიან ბევრი დაშავებული ადამიანი მოვიდა უკვე. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე და თინა ბოკუჩავამ დაახლოებით ორი საათის წინ, როდესაც სამედიცინო პუნქტი გავხსენით უამრავ ექიმთან ერთად და ვუწევთ ყველა დაშავებულს პირველად დახმარებას”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს