ჩეხეთში საქართველოს ელჩი გადადგა

ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩემი ქვეყნის ინტერესების მსახურება თითქმის 20 წლის განმავლობაში, მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესების ხელშეწყობა, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
მე ვრჩები საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული”, – წერს ის.